სომხეთში „ვეფხისტყაოსნის“ სპეციალური გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა

სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, საქართველოს კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ნაციონალური ცენტრისა და ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, გაიმართა შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” სპეციალური გამოცემის პრეზენტაცია.

ღონისძიებას დაესწრნენ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გეღამ გევორგიანი, სომხეთის ხელნაწერთა ინსტიტუტის “მატენადარანის” დირექტორი ვაჰან ტერ-ღევონდიანი, სომხეთში აკრედიტებული ელჩები, ქართული საქველმოქმედო სათვისტომოს “ივერიას” წევრები, ასევე, განათლებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეები.

 

საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი საგანელიძემ.

პრეზენტაციის ფარგლებში, ხელნაწერთა ნაციონალური ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ ლევან თაქთაქიშვილმა მოკლე ექსკურსი გააკეთეს “ვეფხისტყაოსნისა” და ქართული ხელნაწერების შესახებ, რის შემდეგაც გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება ქართული დამწერლობაზე.

ღონისძიების დასასრულს, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ეროვნული კერძები.