ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანოს მიერ, ტრიესტეს ვერდის სახელობის ოპერის თეატრში შესრულებულ კარმენს იტალიურმა ტელევიზია „რაი“-მ სიუჟეტი მიუძღვნა. ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა ქართველი არტისტის ქეთევან ქემოკლიძის მომხიბვლელობას და აღნიშნა, რომ მასში ერთად არის საოცარი ვოკალური და სამსახიობო ნიჭი თავმოყრილი. ქართველი მომღერალი წარმატებით გამოდის მსოფლიოს სცენებზე და მსოფლიოში კარმენის როლის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად ითვლება.
ქეთევან ქემოკლიძეს ევროპისა და ამერიკის საოპერო სცენებზე ოცზე მეტი პარტია აქვს ნამღერი. ის ასევე ითვლება როზინას პარტიის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად (როსინი „სევილიელი დალაქი“), რომლითაც დიდი წარმატება მოიპოვა ბერლინის დოიჩე ოპერის, პარმის სამეფო თეატრის, ტულუზის კაპიტოლის თეატრის, მონპელიეს ნაციონალური თეატრის, პალერმოს ტეატრო მასიმოს, სანტიაგოს მუნიციპალური თეატრის, რაინის დოიჩე ოპერისა და მარსელის მუნიციპალური ოპერის სცენებზე; ამ პარტიით შედგა მისი ამერიკული დებიუტი ვაშინგტონის ნაციონალურ ოპერაში, სადაც პლასიდო დომინგომ მიიწვია.
https://www.youtube.com/watch?v=chk_pQU618k&feature=youtu.be&fbclid=IwAR1XJyMBdDyDIKOHvxsG9kIw1gT1PgRtKW381BniPDFfhzPPw0hM_h0XJzE