2019 წლის 1 ნოემბრიდან, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები: საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩო ლიეტუვის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩო უნგრეთში და ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა, აცხადებს სტაჟირების კონკურსს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია, სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებში სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი/პროფესიული განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განაცხადების გაკეთების პერიოდია 2019 წლის 1-14 ნოემბერი.
სტაჟირების ვადა განისაზღვრება 3 თვიდან 6 თვემდე ვადით.
კურსის ბოლოს თითოეულ სტაჟიორს გადაეცემა შესაბამისი სიგელი.
სრული ინფორმაციის ნახვა საკონკურსო თემატიკის, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და განაცხადის გაკეთების ფორმების შესახებ, საზღვარგარეთ შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.