ლონდონში მოღვაწე ქართველი პიანისტი, პარიზში კონცერტს გამართავს

12 დეკემბერს, ლონდონში მოღვაწე ქართველი პიანისტი ლუკა ოქროსი (ოქროსცვარიძე), ევროპული საკონცერტო ტურის ფარგლებში, პარიზში კონცერტს გამართავს.

ის შოპენის და ლისტის ცნობილ კომპოზიციებს შეასრულებს.

ლუკა ოქროსის სადებიუტო კონცერტი 2009 წელს ნიუ-იორკის „კარნეგი-ჰოლში“ შედგა. ის არის რამოდენიმე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და სხვადასხვა ფონდის ჯილდოს მფლობელი. ლუკას შესრულებები კრიტიკოსებმა შეაფასეს, როგორც „ძლიერი, ნიჭიერი, შთამბეჭდავად შემოქმედებითი“.

პიანისტმა უკვე ჩაატარა კონცერტები მსოფლიოს უდიდეს დარბაზებში – კარნეგი-ჰოლში, ამსტერდამის კონცერტგებაუში, ვიგმორ-ჰოლში, რუდოლფინუმში, ვალენსიის და ბარსელონის პალაუ დე ლა მუზიკაში, მოსკოვის ჩაიკოვსკის კონსერვატორიასა და ლისტის აკადემიაში.