ლონდონში ქართული ღვინის ბარი – ,,Merton Café & Wine Bar” გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინოები და ქართული სამზარეულოს სხვადასხვა ელემენტები.
ქართული ღვინის ბარი მდებარეობს ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში – უიმბლდონში.
გახსნის ცერემონიას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში, თამარ ბერუჩაშვილი, ასევე საელჩოს სხვა წარმომადგენლები.
ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ ხსენებული ღვინის ბარის გახსნა, სიმბოლურად განასახიერებს კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს, რომელიც მიმართულია ბრიტანული ბაზრის ათვისებისკენ და სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისკენ. მან საქართველოს საელჩოს სახელით მადლობა გადაუხადა დამფუძნებლებს ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.