7 ნოემბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამოფენა-კონცერტი „ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“ გაიმართება. ღონისძიებაზე, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება 1930-იან, 50-იან და 70-იან წლებში ჭვანას მუსიკალურ ხეობაში ჩაწერილი ტრადიციული, მრავალხმიანი სიმღერები გაცოცხლდება. კონცერტზე ჭვანის ტრადიციული ზეპირსიტყვიერების, ცეკვისა და ინსტრუმენტული მუსიკის ნიმუშები იქნება წარმოდგენილი.
პრეზენტაციისა და კონცერტზე დასწრებამდე, ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ ჭვანის ხეობის ისტორიისა და ყოფა-ცხოვრების ამსახველი ექსპონატები დაათვალიერონ. ხეობის ეთნოგრაფიული მასალების, მკვლევართა ჩანაწერებისა და არქეოლოგიური არტეფაქტების გამოფენა მუსიკალულ ცენტრში 18:00 საათზე გაიხსნება.