მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, ქალაქ მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურ საკონსულოში გერმანელი ფოტოგრაფის, ტიმ ვეგნერის ფოტოების გამოფენა სახელწოდებით ,,საქართველო 1993 წელს” გაიხსნა.
ფოტოგამოფენის გახსნას არაერთი გერმანელი ფოტოგრაფი, ჟურნალისტი და ხელოვნების სფეროში მოღვაწე პირი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი დაესწრო.
გამოფენა საქართველოს გენერალურ საკონსულოში ერთი თვის განმავლობაში დარჩება.