საფრანგეთში, ქალაქ ლიონში გაიმართება ქართულ-ფრანგული ჯგუფის TINIKO / თინიკო-ს კონცერტი სახელით “ქართულ-ფრანგული მუსიკა”.
“თბილისში გნახავ” – ამ პროგრამით ტრიო ,,თინიკომ” ფრანგ მაყურებელს თავი უკვე შეაყვარა.
თინათინი, პატრიკი და მიქაელი – სამი მუსიკოსია, რომლებიც ქართული და ფრანგული სიმღერების ნაზავით, ქმნიან გამორჩეულ ტრიოს. საღამოზე მისულ სტუმრებს ჯაზის, ბოსა ნოვასა და ფრანგული შანსონის ჰანგები დახვდებათ. ღონისძიება Arts Club Lyon-ში დღეს საღამოს გაიმართება.