„აღმოაჩინე აჭარის მთები“- ასე ჰქვია ახალ საიმიჯო ვიდეორგოლს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით გადაიღო.
ეს რიგით მეცხრე საიმიჯო ვიდეორგოლია, რომელიც დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციის მიზნით 2017 წლიდან დღემდე მოამზადა. ამას ემატება შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, სარეკლამო კამპანიის ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლების სერიაც, სადაც ცნობილი ქართველები მაყურებელს აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებდა.