ავსტრიაში, ვენაში, ქართული სათვისტომოს ორგანიზებით, ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის, მოეწყო ტრადიციული საშემოდგომო ღონისძიება.
დასასრულს, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, საკვირაო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ამოევლოთ ჩურჩხელები და დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული დიასპორისა და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.
ავსტრიაში ქართული სათვისტომო 2015 წელს დაფუძნდა და ის აქტიურად უწევს ორგანიზებას მსგავს ქართულ კულტურულ საღამოებს, კონცერტებს, საბავშვო ზეიმებსა თუ საქველმოქმედო აქციებს. ორგანიზაციასთან, ფუნქციონირებს დავით აღმაშენებლის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა, რომლის მიზანი ადგილობრივ დიასპორელ ბავშვებში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაა.