პროექტმა „ქართული ბრენდის დღე“ 17 წლის იუბილე ამერიკაში, ნიუ-იორკში აღნიშნა. წელს, ღონისძიება მეორედ გაიმართა ქართული კულტურის ცენტრში.
გამარჯვებულებს საპატიო ჯილდოები გადაეცათ. დაჯილდოებას უძღვებოდა ,,ქართული ბრენდის დღის“ წარმომადგენელი ნიუ-იორკში, ცუცა კაპანაძე.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, როგორც საქართველოდან ჩასული კომპანიების წარმომადგენლები, ისე ამერიკაში მოღვაწე წარმატებული ქართველები. საღამოს ესწრებოდა ვიცე-კონსული ეკა ნინუა.
ჯილდოები გადაეცათ:
- საქველმოქმედო ფონდ „მსოფლიო ტალანტების“ დამფუძნებელს და პრეზიდენტს დავით ღვინიანიძეს- აშშ-ში წარმატებული საქმიანობისთვის;
- მწერალს რუსუდან ჭუბაბრიას- აშშ-ში ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის;
- აშშ-ში მცხოვრები ბიზნესმენს მაია აქვავივას – ბრენდისათვის „ოდა ჰაუსი“;
- საქართველოს ანდროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს, რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ ,,უნივერსის“ დამფუძნებელს, მედიცინის დოქტორს თეიმურაზ გაგნიძეს – ემიგრანტებთან მჭიდრო ურთიერთობისთვის რეპროდუქციული მედიცინის დარგში;
- მხატვარსა და მოქანდაკეს ელისო წიკლაურს- აშშ-ში ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის;
- მუსიკოსს მერაბ ებრალიძეს- აშშ-ში ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის;
- მზია ინდუაშვილს – აშშ-ში პირველი ქართული ბრენდის შექმნისთვის;
- მხატვარს ლეილა მჭედლიშვილს – აშშ-ში ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის;
- ეკატერინა ცინცაძე-დერდერიანს – აშშ-ში წარმატებული საქმიანობისათვის.
ღონისძიებები 25 ოქტომბერს დაიწყო და 27 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა – პროექტის ფარგლებში მოეწყო გამოფენები, დაჯილდოებები და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები.