სალომე ზურაბიშვილმა იაპონელებს ქართული ოპერის დადგმა შესთავაზა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, იაპონიაში ვიზიტის დროს, კომპანია Japan Arts-ის პრეზიდენტ ჯუნიჩი ნიჰეიმთან გამართა შეხვედრა და მას ტოკიოში ქართული ოპერის დადგმა შესთავაზა.

კომპანია Japan Arts-ი 40 წელზე მეტია ქვეყანაში იაპონური კულტურის პოპულარიზაციითა და კულტურული ღიონისძიებების გამართვითაა დაკავებული. საქართველოს პრეზიდენტმა ჯუნიჩთან საქართველოსა და იაპონიას შორის კუტურული ურთიერთობებისა და ორ ქვეყანას შორის შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა.

„ოპერისა და ბალეტის შესახებ საუბრისას საუკეთესო შესაძლებლობა მომეცა, გავცნობოდი ქართული ოპერის ნაწყვეტს. ჩვენ ვმუშაობთ ქართველ სოლისტებთან, მათ შორის, დიდ პიანისტ ელისო ბოლქვაძესთან. ჩვენი დიდი სურვილია, რომ მსგავსი ურთიერთობები მომავალშიც განვავითაროთ”,- განაცხადა ჯუნიჩი ნიჰეიმმა.