22-23 ოქტომბერს ბრიუსელში ევროკომისიის კვლევებისა და ინოვაციების დირექტორატის ორგანიზებით, EURAXESS-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლობითი კონფერენცია ჩატარდა. საქართველომ მმართველი საბჭოს სხდომაში პირველად მიიღო მონაწილეობა, სადაც გადაწყდა, რომ ქართული მეცნიერებისთვის ახალი წლიდან ევროკავშირის „ღია მეცნიერების“ პლატფორმაზე სრული წვდომა იქნება უზრუნველყოფილი, ასევე, გამარტივებული სამუშაო სავიზო რეჟიმი სამეცნიერო მივლინებებისა და სტაჟირებებისთვის – ღია წვდომა EURAXESS–ის 41 წევრი ქვეყნის სამეცნიერო საგრანტო კონკურსებსა და 2 მილიარდ ევროს ბიუჯეტზე.
საქართველომ Horizon Europe-ის ახალი სამეცნიერო პოლიტიკის შემუშავებისას კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ცალკე კონკურსების გამოყოფა და საქართველოს „მეცნიერების მენეჯმენტის“ გაუმჯობესებაში ევროკომისიის პირდაპირი მხარდაჭერა მოითხოვა.