რუმინეთში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის წევრმა, 61 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოდერძი ბერდელიძემ საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედლები მოუტანა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123/125 კგ დასძლია და პირველი ადგილის მფლობელი გახდა.
ბერდელიძემ თავი აკვრაშიც გამოიჩინა და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. ორჭიდის ჯამშიც საუკეთესო მაჩვენებელი 277 დაუგროვდა და აქაც ჩემპიონობა მოიპოვა.