ქართველი რეჟისორის უტა ბერიას ფილმის „უარყოფითი რიცხვების“ მსოფლიო პრემიერა ნოემბერში Arras Film Festival-ზე გაიმართება. მოგვიანებით ფილმის იტალიურ პრემიერას რომის დამოუკიდებელი კინოს ფესტივალი უმასპინძლებს.
ფილმის გმირები გადარჩენისთვის იბრძვიან და ცხოვრობენ, სადაც სიკეთე და თანაგრძნობა სისუსტედ მიიჩნევა. ფილმის სიუჟეტი, რომელიც საპროდიუსერო კომპანია Magnet Films –მა გადაიღო, რეალურ ისტორიას ეფუძნება. ის საქართველოს რაგბის კავშირისა და UNICEFF–ის ერთობლივ პროექტზე მოგვითხრობს, რომლის ფარგლებშიც არასრულწლოვანთა კოლონიაში მსჯავრდებულების მენტალური და ფიზიკური გაჯანსაღებისთვის რაგბიში მეცადინეობები დაინიშნა.
უტა ბერიას სადებიუტო ნამუშევარი, პირველად ფართო აუდიტორიამ ბაკურიანში ჩატარებულ ქართული კინოს ფორუმზე იხილა. ფილმმა კინოკრიტიკოსებისა და კინოჟურნალისტებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა.