ფოლკლორულ ანსამბლ „მესხეთის“ კვარტეტი „ძმანო“ ჰოლანდიაში ტურნეს მართავს. 17 ოქტომბერს, ამსტერდამის რადიომ NH RADIO, ანსამბლის წევრები პირდაპირ ეთერში მიიწვია. მომღერლებმა, მსმენელს ქართული ფოლკლორი გააცნეს.
გასტროლის ფარგლებში, ახალციხელი მომღერლები, ჰოლანდიაში სულ 16 კონცერტს გამართავენ. ანსამბლს კონცერტები ჰოლანდიაში შარშანაც ჰქონდა.
თავდაპირველად დაგეგმილი იყო 12 კონცერტი, თუმცა მსმენელთა დიდი მოთხოვნის გამო, 4 გამოსვლა დაემატა. კვარტეტი “ძმანო” ტურნეს 4 ნოემბერს დასრულებს.
ჰოლანდიურ რადიოში სტუმრობა ანსამბლის წევრმა ზურაბ ინასარიძემ გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.