ქართულ ნაციონალურ ცეკვა ,,განდაგანას“ და მის ხალხურ საწყისებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გაავრცელა.
“განდაგანა” აჭარული ცეკვების ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს. ის სატრფიალო ხასიათის ცეკვაა.
,,განდაგანას“ შესრულება მოითხოვს შემსრულებელთა პლასტიკურობას. ცეკვას საფუძვლად უდევს ქალ-ვაჟს შორის გაშაირება, რომელიც ატარებს შეჯიბრის ხასიათს.
“განდაგანა”, როგორც ქალ-ვაჟთა სატრფიალო ცეკვა სცენაზე პირველად 1946 წელს შესრულდა. ის ამჟამად სრულდება როგორც ცალკე წყვილის, ასევე მოცეკვავეთა ჯგუფისა და მთელი მასის მიერ.