საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ლუქსემბურგში საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია ჩატარდა. ღონისძიებას 200-მდე სტუმარი დაესწრო.
პრეზენტაციის მიზანს ბენილუქსის ქვეყნებში (ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი) საქართველოს ცნობადობის ამაღლება წარმოადგენდა.
კინოფესტივალ Cineast-ის ფარგლებში გამართული ღონისძიება ბელგიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მოეწყო.
ღონისძიების ფარგლებში, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სტუმრებისთვის საქართველოს შესახებ ვიდეორგოლების ჩვენება გამართა. ქართული საღამოს ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყო, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.