17 ოქტომბერს, პარიზში ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის კონცერტი გაიმართება. საღამოს ორგანიზებას ასოციაცია “Dialogue France-Azerbaïdjan” და საფრანგეთში აზერბაიჯანის საელჩო უწევს.
,,მოხარული ვარ, რომ პარიზში, აზერბაიჯანის საელჩოს მიწვევით გავმართავ სოლო კონცერტს აზერბაიჯანის კულტურის ცენტრში, ცნობილ მხატვართან -ასმარ ნარიმანბეკოვასთან ერთად. ღონისძიება კიდევ ერთხელ გამოხატავს ორი მეზობელი ქვეყნის ისტორიულ მეგობრობას და ხელოვნების ზეიმს“- აღნიშნა მოახლოებული ღონისძიების შესახებ, სოციალურ ქსელში ელისო ბოლქვაძემ.