საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ავთანდილ კასრაძის, ნიუ იორკში საქართველოს გენერალური კონსულის დიანა ჟღენტის და სააგენტოს მიერ დაფინანსებული 4 ქართული სტარტაპ კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა ნიუ იორკში მყოფ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველებთან.
შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების როგორც განვითარების, ისე კომერციალიზაციის მნიშვნელობაზე, ასევე სახელმწიფოს მიდგომაზე ინოვაციური სტარტაპების დაფინანსების კუთხით და ამ ეტაპისთვის არსებულ საგრანტო პროექტებზე, დიასპორის ჩართულობის შესაძლებლობებზე.