რა უნდა ვიცოდეთ მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობისთვის?

მწვანე ბარათის  DV-2021გათამაშება 2 ოქტომბერს დაიწყო და 5 ნოემბერს დასრულდება. სტატუსის შემოწმება კი, შესაძლებელი  2020 წლის  5 მაისიდან გახდება.

მწავე ბარათი Green Card, აშშ-ის საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია. საიმიგრაციო ვიზის პროგრამა, განმცხადებლებს მსოფლიო მასშტაბით, შესაძლებლობას აძლევს კანონიერად გაემგზავრონ აშშ-ში იმიგრაციის გზით. მსოფლიო მაშტაბით განმცხადებლები შეირჩევიან კომპიუტერული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.

ბარათის უფლება აქვს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო დაზღვევით, მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს სოციალური დაზღვევის ნომერი. ის სარგებლობს ყველა უფლებით გარდა, არჩევნებში ხმის მიცემისა.

 ზოგადი პირობები და წესები:

green card-ის DV-2021 გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა განცხადება გაიგზავნოს მკაცრად განსაზღვრული პერიოდის შუალედში: 2 ოქტომბრიდან – 5 ნოემბრამდე. განცხადება გაგზავნილი უნდა იქნეს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სპეციალური წესების დაცვით. გამთამაშებელს ევალება იქონიოს უცხოური პასპორტი.

ლატარიის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს 18 წლიდან, რომელიც აკმაყოფილებს ორ მარტივ პირობას:

  • არის ისეთი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციის დაბალი დონით გამოირჩევა (საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა მწვანე ბარათის გათამაშებაში);
  • აქვს სრულყოფილი საშუალო განათლება (12-წლიანი) ან მინიმუმ 2 წელი მუშაობის გამოცდილება ბოლო 5 წლის განმავლობაში სამუშაოზე, რომლის ათვისებასაც სჭირდება მინიმუმ 2 წლის სწავლა.

გაითვალისწინეთ:

ერთ მონაწილეს უფლება აქვს მხოლოდ ერთხელ გააგზავნოს განცხადება;

განცხადება იწერება ინგლისურ ენაზე;

აპლიკაციის განაცხადი იქნება ლიკვიდირებული: თუ მონაწილის (ან მისი ერთ-ერთი ოჯახის წევრის) ინფორმაცია ან ფოტო განცხადებასთან ერთად არ იქნა გაგზავნილი;

თუ გაგზავნილი ფოტოები არ აკმაყოფილებს გადაღების ან მისი დამუშავების ფორმატს;

რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ.ფოსტაზე მოგივათ რეგისტრაციის ნომერი, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ შედეგების გამოქვეყნებისას ანკეტის სტატუსის შემოწმებას. სტატუსის შემოწმება შესაძლებელი გახდება 2020 წლის 5 მაისიდან 2021 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში.

გათამაშების ანკეტის შევსება ხდება მხოლოდ ამ საიტზე www.dvlottery.state.gov

 

რა ხდება გამარჯვების შემდეგ?

მწვანე ბარათის საემიგრაციო ვიზის წარმატებით მიღებისათვის, წინ კიდევ გელით პროცედურები. გამარჯვების შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ თუ არა მწვანე ბარათს, საბუთების შეგროვების და გასაუბრების შემდეგ გაიგებთ.

  • საჭიროა სპეციალური DS-260 ფორმის შევსება ოფიციალურ საიტზე, სადაც უთითებთ კიდევ ერთხელ  პირად და ასევე ოჯახის ( თუ გყავთ მეუღლე და 21 წლამდე ასაკის შვილები) მონაცემებს. მონაცემების დამუშავების შემდეგ, იღებთ უნიკალურ ნომერს და თარიღს აშშ-ს საელჩოში გასაუბრების შესახებ.
  • გასაუბრებამდე დაგჭირდებათ აუცილებელი დოკუმენტების მომზადება, პროცედურების დაგეგმვა და გავლა;
  • შემდეგ ხდება თავად საელჩოში გასაუბრების განხორციელება. პროცესს ეთმობა დაახლოებით 10 თვე.
  • გასაუბრების წარმატებით დასრულების შემდეგ, დაახლოებით 60 დღის ვადაში, ფოსტით მიიღებთ ე.წ. სავიზო პაკეტს, რომელიც უნდა გახსნას აშშ-ის მესაზღვრემ ტერიტორიაზე პირველად შესვლისას. ამერიკაში გამგზავრება პაკეტის მიღებიდან, 6 თვის ვადაში უნდა დაიგეგმოს.