საფრანგეთში, პარიზში 10 ოქტომბერს ფრანგი მომღერალის, კომპოზიტორისა და მსახიობის შარლ აზნავურის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილე იუნესკოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა იყო. კონცერტში მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ელგა ფორჩხიძემ. ქართველი მომღერალი უკვე 16 წელია, უცხოეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს.
ხსოვნის საღამოზე ასევე მონაწილეობდნენ მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები საფრანგეთიდან, სომხეთიდან, ხორვატიიდან, ლიბანიდან, ლიტვადან, მავრიტანიიდან, მოლდოვას რესპუბლიკიდან, ტუნისიდან და შვეიცარიიდან.