იოსებ სუმბათაშვილი, მთელი თავისი საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრებით, არამხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთაც ცნობილი და აღიარებული თეატრისა და კინოს მხატვარი გახლდათ.
1948-59 წლებში იოსებ სუმბათაშვილმა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარ მხატვარად დაიწყო მუშაობა.სწორედ მისი გაფორმებულია ოპერა „დაისი“.
აღსანიშნავია, რომ თეატრში ინტესიურად მუშაობის პარალელურად, იოსებ სუმბათაშვილი წარმატებით მუშაობდა როგორც კინოს მხატვარი. შექმნილი აქვს დეკორაციის ესკიზები კინოფილმებისთვის „მაგდანას ლურჯა“ (1955წ თ.აბულაძე, რ. ჩხეიძე), „ქეთო და კოტე“ (1948 წ ვ.ტაბლიაშვილი), „ცისკარა“ (1955წ ს. ჭელიძე)
ცხოვრების ქარტეხილებმა იოსებ სუმბათაშვილის ბედი რუსეთის დედაქალაქს დაუკავშირა. მხატვარი დიდი პოპულარობით სარგებლობდა მოსკოვის სხვადასხვა დრამატულ თეატრებში, მათ შორის მოსკოვის სამხატვრო
1972-1988 წლებში იოსებ სუმბათაშვილი ვახტანგოვის თეატრის მთავარ მხატვრად მუშაობდა. მასვე ეკუთვნის სცენოგრაფია სპექტაკლებისა „მისტერია ბუფი“ (ვ. მაიაკოვსკი), “ქალი მწვანე კარს მიღმა“ (რ.იმბრაგიმბეკოვი), „ირკუტსკის იტორია“ ა.არბუზოვი). მცირე თეატრში მუშაობისას კი გააფორმა სპექტაკლები: ა. ჩეხოვის „ოჩოპინტრე“ და ა. სოლჟენიცინის „გამარჯვებულთა ლხინი“.
კიროვის სახ. ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში დიდი წარმატება მოუტანა ა. პეტროვის ოპერებისთვის დადგმულმა სცენოგრაფიებმა „პეტრე პირველი“ და „პუშკინი“.
იოსებ სუმბათაშვილის ნაყოფიერი შემოქმედებითი ცხოვრება არამხოლოდ რუსეთს უკავშირდება.მისი, როგორც მხატვრის სახე, საზღვარგარეთის სხვადსხვა დრამატულ და მუსიკალურ თეატრებთანაც იყო დაკავშირებული- აშშ, გერმანია, პოლონეთი, ბულგარეთი, კორეა, სადაც უდიდესი წარმატება და აღიარება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ იოსებ სუმბათაშვილის დეკორაციის ესკიზმა ფილმისთვის „მაგდანას ლურჯამ“ 1956 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი – „ოქროს რტო“ და ედინბურგის მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალზე პირველი პრემია მოიპოვა.
1982 წლიდან იოსებ სუმბათაშვილი იყო საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი. ოქტომბრის რევოლუციის, შრომის წითელი დროშის, ღირსების ორდენებისა და მედლების მფლობელი.
იოსებ სუმბათაშვილმა უდაოდ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული და არამარტო ქართული თეატრისა და კინოს მხატვრობაში.
მხატვარი გარდაიცვლა 97 წლის ასაკში, 2012 წლის 11 თებერვალს.იგი დიდი პატივით დაკრძალეს ტროეკუროვსკის სასაფლაოზე.
მისი მეუღლე, ელისაბედ ბაგრატიონ-მუხრანსკაია (1919-2000) თანაგრძნობით ეკიდებოდა შემოქმედი მეუღლის გადატვირთულ სამუშაო რეჟიმს. მათი სიყვარული და თანაცხოვრება კი ყველასაგან გამორჩეული იყო.