10 ოქტომბრის ჩანაწერი (2017 წელი) – კონსტიტუცია ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის და აზრის თავისუფლება. ეს უფლება არ არის აბსოლუტური და მისი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი სხვათა უფლებებს ლახავს.
საქართველოში ადრე მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში (1960 წ.) ცილისწამება და შეურაცხყოფა დანაშაულად ითვლებოდა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენისას საპატიმრო სასჯელსაც კი ითვალისწინებდა. 2004 წლიდან ცილისწამება დანაშაული აღარ არის. ამჟამად ცილისწამების საკითხები „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონითაა მოწესრიგებული. აღნიშნული კანონი ცილისწამებას განსაზღვრავს, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველ განცხადებას, რომელიც ზიანს აყენებს პირს და სახელს უტეხს მას.
რა რეგულაციებს აწესებს კანონი საჯარო და კერძო პირის მიმართ ცილისწამების შემთხვევაში? როდის დგება ცილისწამებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობა? როგორ დგინდება ცილისწამების ფაქტი? როგორ ხდება ცილისწამებისთვის სარჩელის შეტანა და რისი მოთხოვნის უფლება აქვს მოსარჩელეს? როგორ რეგულირდება ცილისწამება ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში?
გადაცემას უძღვება გელა შაშიაშვილი – იურისტი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი.
იხილეთ ბმული: