დაიბადა და გაიზრდა თბილისში. ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფოუნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა სწავლა გერმანიაში გაეგრძელებინა და იმავე წელს ბერლინშიგაემგზავრა, ე.წ. ოპერად. ძალიან კარგი ოჯახი შეხვდა. 3 ბავშვი ჰყავდათ. ძირითადად 10 თვის პატარა რიჩარდის მოვლა ევალებოდა. ენის ბარიერის გამო პატარასთან ურთიერთობაში უფროსი ბავშვი, 11 წლის ტერეზა ეხმარებოდა.
მაშინ ჯერ არ იცოდა, რომ დაკისრებულ საქმეს პროფესიად გაიხდიდა და შვილობილის სიყვარულით, საკუთარ შვილსაც რიჩარდს დაარქმევდა. გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტი ქალბატონი ირინე ჩერქეზიშვილი საკუთარ თავზე, თავის პროფესიაზე, სოციალ – პედაგოგის მრავალწლიანგამოცდილებაზე და ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის გერმანულმოდელზე გვიამბობს.
_ ირინე, მომავალში თქვენი პროფესიის არჩევის დროს იქონია თუ არა გავლენა სამბავშვიან ოჯახში მუშაობამ?
_ ყოველდღიურმა ცხოვრებამ ბავშვებთან დამანახა სუფთა, ხალასი, პირდაპირი, შეუზღუდავი, შეუნიღბავი ადამიანები ბავშვების სახით და ამან უფროგამიძლიერა სურვილი, მათთან მომავალშიც მემუშავა. თუმცა, 2006 წლამდე არაფრით მომეცა ბავშვებთან მუშაობის შანსი. ენა ვიცოდი, მაგრამ საქართველოში გავლილი პედაგოგიკის საათები საკმარისი არ აღმოჩნდაამისთვის. ამიტომ ხან რა პროფესიას დავეუფლე ხან რას. ბუღალტერიაც კივისწავლე. არც დალაგება მიუკადრისებია. უსაქმოდ არ ვყოფილვარ, ბავშვებსსაშინაო დავალებებში ვეხმარებოდი და ამითაც ვშოულობდი ორ კაპიკს.
_ ქვეყანაში გატარებულმა საგანმანათლებლო რეფორმამ მოგცათ საშუალება პროფესიით დაგეწყოთ მუშაობა, რა რეფორმა იყო ეს?
_ 2006 წელს, Pisa Studie-მ გამოაფხიზლა გერმანელი პოლიტიკოსები. ეს გახლდათსაერთაშორისო შედეგების კვლევა 15 წლამდე ბავშვების სასკოლო მოსწრებაში. გერმანელმა ბავშვებმა ძალიან ცუდი შედეგები დადეს, განსაკუთრებითმეტყველებაში და კითხვის კომპეტენციაში. გატარდა რეფორმა: “მეტი პედაგოგები სკოლებში და საბავშვო ბაღებში” შემოიღეს მეტყველების დღიურები ყველა ბავშვისთვის. ყოველწლიურადსავალდებულო ინტერვიუ ბავშვებთან. ამას დაემატა თითოეულ ბავშვზედაკვირვების სხვადასხვა ინსტრუმენტი და ამგვარად უფრო მეტი პედაგოგიგახდა საჭირო. თუ აქამდე მიაჩნდათ, რომ საბავშვო ბაღში 15 ბავშვზე ერთიპედაგოგი საკმარისი იყო, ახლა 7 ბავშვზე მოდის 1 პედაგოგი, იქამდე თუ მევეხვეწებოდი სახელმწფოს პედაგოგად მუშაობას, შემდეგ მათ დამიწყეს ხვეწნა, სწავლის ფულსაც ჩვენ გადაგიხდით და თან იმუშავეო. პარარელურად გერმანისტიკაზე მინდოდა ჩამებარებინა და studiumkolleg – ში დავიწყე სწავლა, მოსამზადებელი ფაკულტეტი გახლავთ უცხოელი სტუდენტებისთვის. ამასობაში გავთხოვდი, შემეძინა ბავშვი და დამრჩა გერმანისტიკა გვერდზე. ძალიან გამიჭირდა ერთდროულად სწავლა მუშაობა და დედობა. ურთულესი დღეები გავიარე, გავუძელი, რიჩარდიც გაიზრდა და ეს ყოველივე ამად ნამდვილად ღირდა.
_ ოცი წელია სოციალ – პედაგოგად მუშაობთ საბავშვო ბაღში, როგორია თქვენი ერთი დღე?
_ ჩემი დღე იწყება 8 საათზე. შევაღებ კარს თუ არა “ირა მოვიდა” დაიძახებენ დადაახლოებით 10 ბავშვი ერთად მეხვევა. მერე ვიწყებთ საუზმეს, რა თქმა უნდა საუზმის დროს ძალიან ბევრს ვსუბრობთ, მერე ვალაგებთ და იწყება კონფერენცია, სადაც ყველა ბავშვს ეძლევა საშუალება, რაღაც მოყვეს. თუ რაღაცა თემა მაწუხებს მე თვითონ, მაგალითად: წინა დღესერთი ბავშვი დააბულინგეს. ამ თემას გავშლი ბავშვებთან და ა.შ. მერე ვეკითხებიბავშვებს, რა გეგმები აქვთ და იმის მიხედვით ნაწილდებიან ფუნქციის ოთახებში. ზოგი სახელოსნოში, ზოგი ატელიაში, ზოგი თეატრის ოთახში და ა.შ. ჩვენ ვმუშაობთ სიტუაციის მიდგომით. სიტუაციიდან გამომდინარე ვახდენთქმედებებს.
_ რა ასაკიდან მოჰყავთ თქვენთან ბავშვები?
_ ბავშვები 8 თვიდან მოჰყავთ უკვე მშობლებს ბაგაში. 3 წლიდან გადმოდიანჩვენთან და რჩებიან 5-6 წლამდე, სანამ სკოლაში შევლენ. ისე თუ ბავშვსშევამჩნიეთ, რომ სკოლისთვის ჯერ არ არის მზად, დამატებით ერთი წლითვტოვებთ, რა თმა უნდა მშობლების თანხმობით.
_ როგორია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლებისთქვენეული სახელმწიფო სტანდარტები?
_ სახელმწიფო გვაძლევს პროგრამის სახით (ყველა მიწას თავისი პროგრამა აქვსშემუშავებული) ორიენტაციას. ჩვენთან ბერლინის განათლების პროგრამაა. ესპროგრამა ოთხ ნაწილადაა დაყოფილი: ბავშვი საკუთარ სამყაროში, ბავშვიბავშვების გარემოცვაში, ბავშვი გარე სამყაროში და პარტნიორობა მშობლებთან. თითოეულ ნაწილში არის კომპეტენციები ჩამოთვლილი, რომლისგანვითარებასიც ბავშვს ხელი უნდა შევუწყოთ – მე კომპეტენცია, სოციალ-ემოციური კომპეტენცია, მეტყველებისა , ხელოვნება და ა.შ. მეორე სტანდარტისახელმწიფოს მიერ დაწესებული და ობლიგატორული არის მეტყველებისდღიური, სადაც შეგვაქვს ახალი სიტყვები, რომელიც ბავშვმა ისწავლა, არისინტერვიუს ნაწილიც და ეს ყოველწლიურად რომ შედარება მოვახდინოთ, თუროგორ განვითარდა ბავშვი ერთ წელიწადში. მესამე სტანდარტია ბავშვზედაკვირვების სხვადასხვა ინსტრუმენტები. ყველა საბავშვო ბაღი თვითონ ირჩევსდაკვირვების ინსტრუმენტს ან ანვითარებს ინდივიდუალურად. ბავშვზე დაკვირვება ხდება წელიწადში ორჯერ, დგება დოკუმენტაცია, მერე ამდოკუმენტაციის ინტერპრეტაცია და ამის მიხედვით ეძლევა ყველა ბავშვს მისიგანვითარებისთვის საჭირო დახმარება. ძირითადი პრინციპი კიინდივიდუალუზმი, ბავშვების თანამონაწლეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, ინფორმაციის მიწოდება მათ უფლებებზე და მშობლებთან ძალიან აქტიურიმუშაობა გახლავთ. ჩვენს ბაღში მაგალითად ოჯახური ცენტრია მოწყობილი, სადაც ბავშვები მშობლებთან ერთად სხვადასხვა აქტივობებით კავდებიან. მაგ: ხის სახელოსნო, ხელოვნების კურსი, ცეკვის კურსი, მუსიკის და ა.შ. ეს აახლოვებსკიდევ უფრო მეტად მშობლებს შვილებთან. თან მშობლებიც ერთმანეთსგამოცდილებებს უზიარებენ, ჩვენგან ინფორმაციას იღებენ, თუ როგორ მოიქცნენამა თუ იმ სიტუაციაში ბავშვთან მიმართებაში. ამას ყველაფერს სახელმწიფოაფინანსებს.
_პირად საუბარში ახსენეთ, ბავშვების დაახლოებით 70 პროცენტი ემიგრანტიაო სხვადასხვა კულტურებიდან, როგორ ახერხებთ მათთან მუშაობას?
_ დიახ, სხვადასხვა კულტურებიდან – თურქეთი, არაბეთი, ჩინეთი, რუსეთი, საკმაოდ ჭრელი საზოგადოებაა. ძალიან ბევრ მშობელს უჭირს ინტეგრირება, აქვს თავისი კულტურიდან გამოყოლილი აღზრდის მეთოდები, რომლებიდანაცბევრი არც თუ ისე სახარბიელოა ბავშვისთვის. ჩვენს საერთო აქტივობებშიხედავენ ეს მშობლები თუ როგორ მივმართავთ ბავშვებს, როგორ ვუდგებითმათ, როგორ ვეთამაშებით და რა თემაზე შეიძლება ველაპარაკოთ და რაზე არა. ეს უკვე გავლენას ახდენს მათზე.
_ არსებობს თუ არა ცნება “ძნელად აღსაზრდელი ბავშვი” და როგორიმიდგომები გაქვთ მათთან მუშაობის პროცესში, ოჯახი რამდენად ჩართულია?
_ მყავდა ერთი ბავშვი, რომელიც ორი საბავშვო ბაღიდან გამოაგდეს. მოვიდაჩვენთან და უარი ვერ ვუთხარით, ავიყვანეთ. მისი ოჯახური გარმო ასეთი იყო: მამა საერთოდ არ არსებობდა, დედას ბავშვიდიდად არ აინტერესებდა. მოსვლის დღიდან სულ დალეწა სკამები, კარებებს აჯახუნებდა, ჩემსთანამშრომელს სილა გააწნა. მაგრამ ეს ის მომენტია, როცა მისი მშობლები უკვე აღარ გაინტერესებს, მთელიყურადღება ბავშვზე გადაგაქვს და ძალისხმევას არ იშურებ, რომ მიიღო ეს ბავშვიისეთი, როგორიც არის!
ერთხელ ერთ–ერთი ბავშვის მშობელს, რომელიც რელიგიიდან გამომდინარე თავსაფარს ატარებდა, ქვა ესროლა “წადი შენს ქვეყანაში, აქ რას აკეთებო”.
შემოვიდა ეს ქალი აღელვებული, ეტირებოდა და დაიჩივლა. გავცვივდითყველა, არსად ჩანს ეს ბავშვი. ჩემი თანამშრომლები მკაცრი ხმით ყვირიან, ჯასტინახლავე გამოდიო. მოდი ეხლა თავი დავანებოთ მეთქი, ვუთხარი. ჯასტინითვითონ მოვა ჩვენთან, როცა საჭიროდ ჩათვლისთქო.
დამიჯერეს. ცოტა ხანში ჯასტინიც გამოჩნდა, გვერდით მომიჯდა და მეუბნება: ახლა შენც შტერი გგონივარ ხო?!
– არა ჯასტინ, შენ არ ხარ შტერი. ის რაც შენ გააკეთე, ის იყო შტერობა, შენ არა.
მერე დავარიგე – ეგ ქალი შენ რომ ქვა ესროლე, ეგვიპტიდან არის, აი სადაცპირამიდები დგანან. აბა შეეკითხე, იცი რამდენ რამეს მოგიყვება?!
ორი დღის შემდეგ, ვხედავ გასახდელში გვერდიგვერდ მსხდომ ჯასტინს დაეგვიპტელ დედას. ისე ეჭუკჭუკებოდნენ ერთმანეთს…
გავიდა დრო და სკოლაში წასვლა უწევს. ჩვენი ბოლო გასეირნებაა. ვხედავ დიდქვაზე ზის დაღონებული, არ თამაშობს. მივედი, გვერდით მიუჯექი. _ ჯასტინ, რატომ არ თამაშობ? თუ გინდა, მომიყევი რა ხდება მეთქი. ტირილი დაიწყო, არ მინდა სკოლაში წასვლა, ძლივს ერთი ადგილი ვიპოვე, სადაც ჩემი ესმით და ეხლა აქედანაც უნდა წავიდეო. ასევე გაცრუებული მოლოდინები, ძალადობა ოჯახში, ნევროლოგიურიპათოლოგიები და ა.შ. ზუსტად ახლა მყავს 4 წლის ბიჭი. ისიც მუდმივადრაღაცას ისვრის, ბავშვებს ხელს ჰკრავს, წიხლებს ურტყამს საგნებს. ორი კვირაინტენსიურად ვაკვირდებოდი. იცით დაკვირვების დროს რაღაც უხილავი ძაფიიბმება ბავშვს და შენს შორის, უფრო ახლოს მიდიხარ ბავშვთან. დავასკვენი, რომამ ბავშვს ვინმეს დაზიანება კი არ უნდა, შეგნებულად კი არ აკეთებს იმას, რასაცაკეთებს. ეს არის ერთგვარი რეგულაცია, ძახილი, შველა მჭირდებაო. ჩემიჩამოყალიბებული ე.წ. ჰიპოთეზა ამ შემთხვევაში: ბავშვს სჭირდება ყურადღება, აღიარება და სიმშვიდე. ეხლა უნდა დავამტკიცო ეს ჰიპოთეზა. ამისათვისმჭირდება მშობელი და ვადგენ გასაუბრებამდე კითხვებს. მშობლისპასუხებიდან გამომდინარე, ან მტკიცდება ჩემი ვარაუდი, ან არა. ამ შემთხვევაში, სწორად გამოვიცანი. აღმოჩნდა, ოჯახში გამუდმებით კონფლიქტია, აქვს ხშირადფიზიკურ ძალადობას ადგილი, 15 წლის უფროსი ვაჟი ნარკოტიკს იღებს დამთელ ოჯახს ატერორებს. ამის შემდეგ გადავდივარ მშობლებთან ერთად გეგმისშედგენაზე. მაგალითად ამ შემთხვევაში კვირაში ერთხელ მთელი დღედაუთმოს ამ ბავშვს, დაკავდეს მასთან სასიამოვნო აქტივობებით. შევთავაზე, გავყვე ბავშვთა დაცვის რაიონულ უწყებაში, სადაც რჩევას მისცემენ უფროსივაჟის საკითხზე. ეხლა უკვე ყველაფერი მშობელზეა დამოკიდებული.
_ ვიდრე ინტერვიუს დავიწყებდით, ერთი შეხედვით, უცნაური სიმორცხვის ფაქტიც ახსენეთ, რას გულისმობდით?
_ დიახ, აქ კარგი და საფუძვლიანიდაკვირვებაა საჭირო. ბავშვი მორცხვია თუ უბრალოდ წყნარი ბუნებისაა. ანიქნებ არ აინტერესებს ის, რასაც შენ სთავაზობ და ამიტომაა ინერტული. თუმცა სიმორცხვეს შეიძლება ძალიან სერიოზული მიზეზები ჰქონდეს. ერთი ძალიანლამაზი არაბი გოგო გვყავდა. როგორც დატოვებდა დედამისი, ისე იდგა მთელიდღე. ძალას არ ვატანდი, არ ვაიძულებდი ეაქტიურა. ბოლოს ცოტა მოლღვა, ხატვა დაიწყო, კარგად ხატავდა ძალიან. სელექტიურ მუტიზმს ვეჭვობდით, რადგან ყველასთან არ ლაპარაკობდა. მალე გაიყვანეს მშობლებმა ბაღიდან. ტელევიზიით შემთხვევით შევიტყვეთ, რომ მამამისი არაბული საძმოს მეთაურიყოფილა და დედასთან ერთად კრიმინალურ საქმიანობას ეწეოდა. ბავშვსყოველგვარი კომუნიკაცია აკრძალული ჰქონდა.
_ დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის… და ბოლოს, რას ეტყოდით ქართველ კოლეგებს, სკოლამდელი აღზრდის პედაგოგებს?
_ ძალიან კარგად ვიცი, რა პირობებში უწევთ სკოლამდელი აღზრდისპედაგოგებს მუშაობა საქართველოში. გადაჭედილი ჯგუფები, დაბალიხელფასი. ქედს ვიხრი მათ წინაშე, რომ ასეთ პირობებში ყოველ დღე დგებიან, მიდიან სამსახურში და ასე თუ ისე ჩუქნიან ბავშვებს ლამაზ მომენტებს. ვისურვებდი ჩემს ქვეყანაშიც ყველა ბავშვს მიეცეს შანსი ინდივიდუალურიგანვითარების. პედაგოგს დაფასებოდეს შრომა. რჩევას რაც შეეხება, ამ ეტაპზე, უტოპიური იქნება. სურვილით კი ვუსურვებ არ დაკარგონ ენთუზიაზმი, მოტივაცია და ხალისი.
ავტორი: ლელა ნინუა