გიორგი გიგაშვილმა თავისი გამოსვლა რაჭის სტიქიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნას მიუძღვნა
7 აგვისტოს, გიორგი გიგაშვილი შოპენის 78-ე საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა და თავისი გამოსვლა რაჭის სტიქიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნას მიუძღვნა.
ამის შესახებ ქართველმა პიანისტმა სოციალურ ქსელში დაწერა: „არ ვიცი, ამ დროს რამდენად სწორია ამას ვაზიარებდე, მაგრამ 6 საათზე თბილისის დროით დავუკრავ შოპენის ფესტივალზე. და შოპენის მეორე სონატა ნამდვილად ეძღვნება შოვში დატრიალებულ ტრაგედიაში დაღუპულ ადამიანებს.”