მერაბ კოსტავა – საქმე № 131

„კეთილი, სამართლიანი, გულისხმიერი, არაქედმაღალი, მორწმუნე, ცოტა ჯიუტი, რომლის გადარწმუნებაც რთულია. ბევრს კითხულობს, უყვარს კლასიკური მუსიკა, მღერის საოპერო არიებს.ზედმიწევნით კარგად იცის ისტორია. შეუძლია პატიმრებზე ზეგავლენის მოხდენა. არავის ენდობა, სარგებლობს პატივისცემით. შეუძლია აღელვებული პატიმრების დამშვიდება. არ აღიარებს დანაშაულს. დანიშნული მკურნალობის მიმართ დაუმორჩილებელია. იტანს შიმშილს. იწონის 67კგ. წამოგება ადვილია, თუნდაც სხვის დასაცავად, ან ბუნტის დროს“.

ასეთია გამომძიებლების მიერ დახასიათებული მერაბ კოსტავა. ეს დახასიათება საქმე № 131-ში დევს.

1978 წლის დასაწყისში ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში წარადგინეს საბჭოთა დისიდენტების ერთი ჯგუფი, მათ შორის, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა.

აქედან მოყოლებული სუკ – ის უდიდესი საზრუნავი იყო, ხელი შეეშალა ნობელის კომიტეტისთვის, რათა ამ უკანასკნელს არ მიენიჭებინა პრემია ხსენებული დისიდენტებისთვის.

ანდროპოვმა პირადად დაავალა ნორვეგიის რეზიდენტურას, ამ მიზნით აემოქმედებინა ყველა ბერკეტი. რეზიდენტმა მაკაროვმა 1978 წლის 27 ოქტომბერს შეატყობინა მიხეილ სუსლოვს, სკკპ-ს მთავარ იდეოლოგს, რომ „ავანტიურა“ ჩაშლილია და პრემია გადაეცა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, მენახემ ბეგინსა და ეგვიპტის პრეზიდენტს ანვარ ას-სადათს კემპ-დევიდის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების გამო. პრეზიდენტის წერილის მიხედვით, მას ზეწოლა მოუხდენია ნორვეგიის წამყვან პოლიტიკოსებზე, ძირითადად მემარცხენეთა ბანაკის წარმომადგენლებზე.

1979 წელს – Amnesty Insternational-ის მიერ მერაბ კოსტავა აღიარებულია პოლიტპატიმრად.

1985 წელს- Amnesty Insternational-მა მერაბ კოსტავა ხელმეორედ აღიარა სინდისის პატიმრად.

1984 წელს კი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კომისიამ მერაბ კოსტავა შეიყვანა საბჭოთა პოლიტპატიმართა სიაში, რომელთა გათავისუფლებასაც ისინი მოითხოვდნენ კრემლისგან.

მოგვიანებით მერაბ კოსტავას გვარი ახსენა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა თავის მოხსენებაში, უწოდა რა მას “Iron Man” ანუ „რკინის კაცი”.

ამონარიდი თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ახალი გამოცემიდან – „მერაბ კოსტავას ცხოვრება და მოღვაწეობა”.

წყ: თბილისის მუზეუმების გაერთიანება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები