დღეს “მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველი მომღერალი მამაკაცის” დაბადების დღეა

1954 წლის 5 სექტემბერს ქართველი მომღერალი გოგი დოლიძე დაიბადა. 

1961–1971 წლებში სწავლობდა თბილისის 24-ე საშუალო სკოლაში, პარალელურად სამუსიკო სასწავლებელში, პროფესიის არჩევანი მუსიკას არ დაუკავშირა და ინგლისური ფილოლოგია შეისწავლა, თუმცა მუსიკა თავად დაუკავშირდა მის ბედს.

1979 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე – საქართველოს ტელევიზიის ხალხური შემოქმედების რედაქციაში რედაქტორად, უფროს რედაქტორად, 1989 წლიდან ამავე რედაქციის განყოფილების გამგე იყო.

განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა 1980-1990 წლებში, როგორც შესანიშნავმა სოლისტმა და პარტნიორმა. 1976-1983 წლებში მღეროდა ფოლკლორულ ანსამბლ „ფაზისში“, 1986 წლიდან კი ანსამბლ „ქართულ ხმებში“. ამ ანსამბლთან ერთად გასტროლებით შემოიარა მრავალი ქვეყანა. გოგი დოლიძე ძირითადად მაინც საესტრადო სიმღერების შემსრულებელია. ამ ჟანრით გატაცება ხალხური სიმღერების მისეულ შესრულებაშიც აისახა და განსაკუთრებული ელფერი შესძინა.

გარდაიცვალა 1996 წლის 8 მარტს. გარდაცვალების შემდეგ, 1999 წელს გოგი დოლიძე მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველ მომღერალ მამაკაცად დაასახელეს. თბილისში, 24-ე სკოლის წინ, სადაც ის სწავლობდა, დაიდგა მისი ბიუსტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები