კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, დღეს 85 წლის გახდებოდა…

26 მარტი გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა…
“ხანდახან მოდიოდნენ ჩქარი მატარებლები. მათ დიდი ქალაქების სახელები ეწერათ ვაგონებზე. ბაქანი თითქოს შორიდანვე უყურებდა მატარებლებს, ელოდებოდა მათ გაჩერებას. ჩქარი მატარებლები არ ჩერდებოდნენ პატარა ბაქანზე. მოხუცს ეჩვენებოდა, რომ ბაქანი იყო გულდაწყვეტილი და სადღაც, გვერდზე იყურებოდა.მოხუც მეისრეს არ უყვარდა ჩქარი მატარებლები “
“გუბეში მოჩანს პატარა, ორსართულიანი სახლი და ცახცახებს. ფანჯრის რაფებზე გაუთავებელი რაკარუკია, მეზობლები კი ბურანში არიან, ყველას ეზარება ადგომა. ოთახი სავსეა წვიმის წვეთების ხმაურით დაყველას ასე ჰგონია, თუ საბნიდან ფეხს გამოჰყოფენ,მაშინვე დაუსველდებათ. წვანან ასე ბურანში და ყურს უგდებენ წვიმას – ჩვენს ეზოში ზაფხულის შხაპუნა, მხიარული, თავაწყვეტილი წვიმა მოდის. …”
„ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს.“
„და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური, სიყვარულის მცენარე – აბა, თუ მიხვდებით, რომელი?
– ყაყაჩო!
– არა, ჩქარა ჭკნება!
– ენძელა!
– ნაზია ძალზე…
– გეორგინი!
– გაფოფრილია…
– ვარდი?
– შაბლონურია…
– აბა რა?
– და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი – ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ…“
„სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი… შენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ღამე იყო. ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ახლა ხომ დღეა? სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი…ადამიანი ადამიანისთვის დღეა…“
კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, 85 წლის გახდებოდა… დედამიწას კი, ნამდვილად სიყვარული ატრიალებს დომენიკო…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები