“Signaturen” ბელა ჩეკურიშვილის წიგნის შესახებ წერს
გერმანულენოვანი ჟურნალი Signaturen ბელა ჩეკურიშვილის წიგნის ,,ჯაჭვებიანი კარუსელი” შესახებ რეცენზიას აქვეყნებს. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ წიგნი მწერალთა სახლის ხელშეწყობით, გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობა Verlag Das Wunderhorn GmbH -ის მიერ გამოიცა. წიგნი ნორბერტ ჰუმელტმა თარგმნა. მიმდინარე წელს გერმანულენოვან ჟურნალში Signaturen ასევე ვრცელი რეცენზია მიეძღვნა ბელა ჩეკურიშვილის პოეტურ კრებულს „ნანას ცხენი“