ჯანსაღი ცხოვრების წესი და ადაპტირებული გარემო – ეკოსითის ორი მთავარი კონცეფცია

სამშენებლო კომპანიამეტი დეველოპმენტისსაქმიანობაში ორი ძირითადი მიმართულების გამოყოფა შეიძლება. პირველი მათგანი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ხელშეწყობაა, მეორე კიყველასათვის ხელმისაწვდომი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებზე მორგებული გარემოს შექმნა. ეს ორი მთავარი კონცეფციაა, რომელიცმეტი დეველომპენტისნიშას განსაზღვრავს და კომპანიის ყველაზე პოპულარულ პროდუქტსეკოსითისქმნის.

მეტი დეველოპმენტისმთავარმა არქიტექტორმა, გიორგი გაბუნიამ 4-5 წლის წინ ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა. ითხოვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის განკუთვნილი ეტლი და ქალაქის ცენტრალურ ადგილას, აღმაშენებლის გამზირზე გადაადგილება დაიწყო. წინასწარ ჰქონდა მომზადებული კონკრეტული, მათ შორის, პირველადი სერვისების ჩამონათვალი და აინტერესებდა, შეძლებდა თუ არა მათზე წვდომას. შედეგი ძალიან სამწუხარო აღმოჩნდა.

-მე ვერ შევძელი, შევსულიყავი ბანკში, მეტროში, ავტობუსში, აფთიაქში, სუპერმარკეტში… ვერაფრით ვერ ვისარგებლე. ბოლოს დავინახე ერთი საერთაშორისო ბრენდის რესტორანი, რომელსაც პანდუსი ჰქონდა და გამიხარდა, რომ იქ შესვლას შევძლებდი, თუმცა პანდუსი მხოლოდ ბუტაფორია აღმოჩნდა. დახრის კუთხე იმდენად დიდი იყო, რომ ასვლა ვერაფრით ვერ მოვახერხე.

მაშინ გავაანალიზე, რომ ჩემი, როგორც არქიტექტორის მოვალეობა იყო, განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე საზოგადოების სრული ინტეგრაცია მომეხდინა საქალაქო ინფრასტრუქტურაში. ჩემი აზრით, არასწორია, პრივილეგირებული ჯგუფებისთვის დავაპროექტოთ შენობა თუ ქალაქი. შესაბამისად, ინკლუზიურობა მნიშვნელოვანია, რათა ყველამ თანაბრად შევძლოთ წვდომა ქალაქზე და მის ინფრასტრუქტურაზე.

ეკოსითის პროექტებში ნებისმიერი სივრცე გარე თუ შიდა ტერიტორიაზე, შშმ პირებზეა მორგებული. საკითხს სიღრმისეულად ვუდგებით და ისეთ დეტალებზეც ვმსჯელობთ, როგორიც, მაგალითად, ბრაილის შრიფტის მქონე საფოსტო ყუთებია. მსგავსი ინიციატივების გარდა, წინასწარ გვაქვს შემუშავებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზე ადაპტირებული ინტერიერის დიზაინები, რომელთაც მობინადრეებს, სურვილის შემთხვევაში, საჩუქრად გადავცემთ.

საერთოდაც, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთელ ამ პროცესში ბიომრავალფეროვნების ჩართვა. ეს იქნება ყველასათვის ცნობილი ძაღლის სახლები თუ სხვა რამ… ჩვენ მიერ აშენებულ თუ მშენებარე კომპლექსებში ჩიტებისთვისაც კი არის ადგილი. მეტიც, კონკრეტული მკვლევრები მოვიწვიეთ, რათა გვცოდნოდა, თუ რომელი ჩიტი იქნება იმ კონკრეტულ გარემოში, სადაც ჩვენ ვაშენებთ, რა ხილი უნდა ჭამონ ფრინველებმა და ა.შ. მოკლედ, ბიომრავალფეროვნების მთელ ჯაჭვს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ.

გიორგი გაბუნია

რაც შეეხება ჯანსაღი ცხოვრების ნაწილს, კომპანია ამჟამად რამდენიმე უბანში აშენებს მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს (ეკოსითი კრწანისი, ეკოსითი სამგორი და ეკოსითი დიღომი). თითოეულ კომპლექსში სავარჯიშო დარბაზების ქსელიასპრიაიქნება განთავსებული. როგორც გიორგი გაბუნია აღნიშნავს ეს ის პროგრამა მინიმუმია, რომელსაცმეტი დეველოპმენტისყველა პროექტი მოიცავს.

-ჩვენს ყველა პროექტში გათვალისწინებულია გარე ან შიდა სავარჯიშო დარბაზი და ზოგადად, აქტიური დასვენების ზონა. რაც შეეხება ახალ ობიექტს – ეკოსითი დიღომს – რომლის გაყიდვებიც მალე დაიწყება, იქ გარეთ არსებული სპორტული მოედნისა და სავარჯიშო დარბაზის გარდა, გათვალისწინებულია შიდა საუბნო ველოგზაც, რათა მობინადრემ შეძლოს როგორც კომპლექსის ტერიტორიაზე გადაადგილება, ასევე, გავიდეს გარეთ, დიღმის ტყე-პარკის ან დიღმის ჭალებისკენ და რეაკრეაციულ სივრცეში განიტვირთოს. ზოგადადაც, ამ ველოგზის მეშვეობით, გვინდა, რომ ადამიანები ქალაქის ინფრასტრუქტურას დაუკავშირდნენ.

მთავარი არქიტექტორის დამოკიდებულებას კომპანიის მთელი გუნდი იზიარებს. მათ შორის, „მეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებელი პაპუნა ხაზალიაც, რომელიც მიიჩნევს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და რომ საზოგადოება ამ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.

პაპუნა ხაზალია

-არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, არსებობს მხოლოდ შეზღუდული გარემო. ამიტომ „მეტი დეველოპმენტი“ ქმნის ისეთ გარემოს, რომელშიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანს ხვდება ინკლუზიური გარემო და მასზე მაქსიმალურად მორგებული ეზო, სადარბაზო და საცხოვრებელი ბინა. შენობა მთლიანად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებზე. ამის დასტურად საკმარისია შეხვიდეთ დასრულებული შენობის ლიფტში, რომელშიც ღილაკები განთავსებულია ჰორიზონტალურად, რაც უქმნის ეტლით მოსარგებლე პირებს კომფორტს გადაადგილებისას. როდესაც ვლაპარაკობთ თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების პოტენციალის რეალიზების აუცილებლობაზე, უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ უნდა არსებობდეს ამისთვის შესაბამისი გარემო, რომელსაც შევქმნით ერთად, მეტი ზრუნვითა და პასუხისმგებლობით.


გაიგე მეტი ბმულზე


როგორ ხედავენ ადაპტირებული გარემოს საჭიროებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის როლს ადამიანები, რომლებმაც მათი მნიშვნელობა ყველაზე უკეთ იციან?

ჭაბუკა ჭიღლაძე – სთრონგმენი

 – ვარჯიში მხოლოდ კონკრეტული სპორტული მიზნისთვის არ არის აუცილებელი. 21-ე საუკუნემ გვაჩვენა, რომ ვარჯიში, პირველ რიგში, ადამიანებისთვისაა საჭირო. სამსახურების 90% დღეს საოფისე სამუშაოს წარმოადგენს, როცა ჩვენ დღეში, მინიმუმ, 6 საათს კომპიუტერის წინ, სკამზე მოკალათებულები ვატარებთ ვიკვებებით სწრაფი კვების პროდუქტებით ვიკვებებით. ჩვენი კუნთები ზარმაცდება. ჩვენი სხეული კარგავს ძალას, სისწრაფესა და ელასტიურობას. ამ შემთხვევაში, არ ვგულისხმობ რაღაც განსაკუთრებულად მძიმე საგნის აწევას ან განსაკუთრებული სისწრაფის განვითარებას. საუბარია მხოლოდ იმაზე, რაც ადამიანს ყოველდღიურად სჭირდება, რათა თავი მხნედ და ჯანმრთელად იგრძნოს. ამისათვის ვარჯიში აუცილებელია.

ადამიანების 50 %-ს, ვინც კი ვარჯიშს იწყებს, ერთი მთავარი შეკითხვა აქვს – რამდენად ახლოს არის დარბაზი მის სახლთან. შემდეგ აინტერესებთ, აქვს თუ არა დარბაზს საპარკინგე სივრცე. არავის სიამოვნებს ვარჯიშის შემდეგ გასახდელისა და აბაზანის რიგში დგომა. ამის გამო, ბევრი აბონემენტის ყიდვასა და შესაბამისად, დარბაზში ვარჯიშზე უარს ამბობს. თუ დარბაზი იქნება იქ, სადაც ვცხოვრობთ, ყველა პრობლემა, რაც დამწყებს და უბრალოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის მოვარჯიშე ხალხს აწუხებს, მაშინვე მოგვარდება.


თემო დადიანი – პარასპორტსმენი

– წლების წინ ქალაქში გადაადგილებისას უფრო მეტ პრობლემას ვაწყდებოდი. სტატისტიკურად რომ ვთქვათ, ვითარება გაუმჯობესებისკენ მიდის, თუმცა დღესაც უამრავი პრობლემაა. როცა კორპუსებს აშენებენ, მაღაზიებს ან აფთიაქებს ხსნიან, ძირითადად, პანდუსიც კი არ არის გათვალისწინებული. თუ სახელმწიფო ავალდებულებს პანდუსის გაკეთებას, ეს მხოლოდ ფორმალურად კეთდება და ამ პანდუსს ვერ იყენებ. პრობლემაა შშმ პირების კუთვნილი ავტომობილების პარკირებასთან დაკავშირებითაც, რადგან ადგილები, ძირითადად, მათ მიერაა დაკავებული, ვისაც უფრო მეტი მანძილის ფეხით გავლა ეზარება და ავტომობილს იქ აჩერებს, სადაც თავისუფალ ადგილს ხედავს. საპატრულო პოლიცია ამას მთავარ გზებზე აკონტროლებს, თუმცა შიდა ჩიხებში, სავაჭრო ცენტრებთან და მსგავს ადგილებზე, შშმ პირი კუთვნილ ადგილას ავტომობილის პარკირებას ვერ შეძლებს. ეს უკვე ადამიანების თვითშეგნების პრობლემაა. მართალია, რაღაც უბნები და ქუჩები ადაპტირებულია,  თუმცა არასრული მასშტაბით. თანაც, ეს ყველაფერი მხოლოდ თბილისში, თორემ რეგიონებში საერთოდ კატასტროფული სიტუაციაა.

ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საცხოვრებელი გარემო შშმ პირებზე მაქსიმალურად იყოს ადაპტირებული. თუ შშმ პირს არ ექნება საშუალება, გამოვიდეს სახლიდან, გადაადგილდეს, ჩაერთოს აქტიურ ცხოვრებაში, დააფიქსიროს თავისი აზრი და აკეთოს თავისი საქმე, ის იძულებული იქნება, სახლში ჩაიკეტოს და დეპრესიაში ჩავარდეს. რაც შეეხება სავარჯიშო დარბაზსა და სპორტულ სივრცეებს, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერიც ეტლით მოძრავ ადამიანებზეც იყოს მორგებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები