8 მარტი – ქალთა დღე

1857 წელს, ნიუ – იორკში, სამკერვალო ფაბრიკების მუშა – ქალებმა დემონსტრაცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნები სამუშაო დღის შემცირება, შრომის ანაზღაურების პირობების გათანაბრება მამაკაცებისთვის არსებულ პირობებთან და არჩევნებში მონაწილეობის მიღება იყო. ამბობენ, რომ სწორედ „ცარიელი ქვაბების მარშს“ უკავშირდება 8 მარტის აღნიშვნის ტრადიცია.

თუმცა, 8 მარტი გერმანელი კომუნისტი ქალის კლარა ცეტკინის სახელს უკავშირდება. 1910 წელს კოპენჰაგენში გამართულ ქალთა ფორუმზე კლარა ცეტკინმა მსოფლიოს  8 მარტის საერთაშორისო ქალთა დღედ დაწესებისკენ  მოუწოდა.   ფიქრობდნენ, რომ ამ დღეს ქალებს მიტინგები და მსვლელობები უნდა გაემართათ.

1975 წელი გაერომ ქალთა საერთაშორისო წლად, ხოლო 8 მარტი ოფიციალურ  დღესასწაულად გამოაცხადა.

საქართველოში დღესასწაული საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუქმდა, თუმცა 2002 წლის მარტში, პარლამენტის გადაწყვეტილებით, ქალთა საერთაშორისო დღემ 8 მარტმა დღესასწაულის სტატუსი კვლავ დაიბრუნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები