10 წლის ილიკო სუხიშვილისა და ფიროსმანის უცნაური გაცნობის ამბავი 

ლეგენდარული ქართველი მოცეკვავე და  საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის დამფუძნებელი, ილიკო სუხიშვილი ბავშვობაში დიდ ქართველ მხატვარს შეხვედრია და მისგან ქებაც დაუმსახურებია მუშტაიდის ბაღში შესრულებული ცეკვისათვის: 

10 წლის ილიკო სუხიშვილი (უფროსი) ქუჩაში მისეირნობდა, როცა მან შენიშნა ნასვამი კაცი, რომელიც მალაკნების ბაზართან ბარბაცით მიდიოდა დახეული ჩექმითა და ქურთუკით. უკან ბავშვების გუნდი მისდევდა და მთვრალს აბუჩად იგდებდა. ილიკომ ჯოხი მოიმარჯვა და თანატოლებს შეუტია. შეშინებულმა ბავშვებმა მთვრალს თავი დაანებეს. უცნობმა მშველელი იცნო. იგი მუშტაიდის ბაღში ხშირად უნახავს, როცა ბიჭი იმ დროს თბილისში ყველაზე მოდურ ”შამილის” ცეკვას ასრულებდა. მამაკაცმა ილიკოს მადლობა გადაუხადა და ჩრდილო–კავკასიელთა ლეგენდის – შამილის ნახატის ჩვენება შესთავაზა.

ნესტიან ოთახში, სადაც არც საწოლი იდგა და არც სკამი, უცნობმა ბავშვს ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატი უჩვენა. შემდეგ ცეკვა შეუქო და ურჩია, ამ საქმეს გაჰყოლოდა.

დამშვიდობებისას ილიკომ მასპინძელს ვინაობა ჰკითხა.

მამაკაცმა უპასუხა, რომ მხატვარი ნიკო (ნიკალა) ფიროსმანაშვილი იყო…

წყარო: დიდი ქართველები

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები