ზარბაზანა – ქუჩაში ნაპოვნი „მსახიობი“

ფილმი “მიმინოს”  ერთ – ერთი გმირი, მიმინოს ერთგული მეგობარი, ძაღლი ზარბაზანაა, რომელიც სოფელ ომალოში ცხოვრობდა და ერთ მშვენიერ დღეს ყველამ გაიცნო.

თავდაპირველად მის როლზე გაწვრთნილი ძაღლი ჩაპა დამტკიცდა, რომელიც სპეციალურად ამ როლისთვის  მოსკოვიდნ მწვრთნელის თანხლებით. ჩამოიყვანეს, მაგრამ დანელიას ძაღლი არ მოსწონდა. შეიძლება ითქვას, რომ ფილმის მეორე რეჟისორმა იური კუშნერევმა ფილმი გადაარჩინა. მან სადღაც იპოვა და მოიყვანა ქუჩის ძაღლი, რომელსაც ერთი ყური აცქვეტილი ჰქონდა, მეორე კი ჩამოკიდებული.  ეს იყო ძალიან სასაცილო გარეგნობის ძაღლი, თუმცა ის ნამდვილი მსახიობი გამოდგა. დანელია აღფრთოვანებული იყო. ძაღლმა ყოველგვარი წვრთნის გარეშე, შავი პურისა და ძეხვის ხათრით თავისი როლი ბრწყინვალედ შეასრულა.

სხვათა შორის ზარბაზანა კარგი დარაჯიც გამოდგა, მთებში გადაღებისას მან რამდენჯერმე დაიცვა ბანაკი ძაღლების თავდასხმებისგან.

საბოლოოდ, გადაღებების დასრულების შემდეგ ზარბაზანა საცხოვრებლად მოსკოვს გაემგზავრა და სიცოცხლის ბოლომდე ფილმის დირექტორის კომფორტულ ბინაში ცხოვრობდა. სამწუხაროდ ის  მოსკოვის კლიმატურ პირობებს ვერ შეეგუა და რამდენიმე წელში გარდაიცვალა, ზარბაზანა  დიდი ზარ-ზეიმით დამარხეს “მოსფილმის” ვაშლის ბაღში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.