ისტორია და ისტორიები საქართველო და ქართველები სლაიდერი

საოპერო არიები და საფეხბურთო ტრიუკები – როგორ დაიპყრო ქართველმა ტენორმა “ლა-სკალას” სცენა 

დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ, სავარაუდოდ, ზურაბ სოტკილავა ერთადერთია, ვისაც ლა-სკალას ცნობილ საოპერო სცენაზე ბურთით საფეხბურთო ტრიუკები აქვს ჩატარებული. ლეგენდარული ქართველი ტენორის საინტერესო და სახალისო ამბავს გვერდი “დიდი ქართველები” იხსენებს:  

1988 წელს სოტკილავასთვის, რომელიც მილანის „ლა სკალას“ სცენაზე ცნობილი არიების შესრულებისთვის, ფეხზე წამომდგარ მსმენელებისგან მორიგ აპლოდისმენტებს იღებდა, რამოდენიმე კაცისგან შემდგარ ჯგუფს სტვენით პროტესტი გამოუხატავთ, თან გაჰკიოდნენ თურმე : “გაეთრიეთ, საბჭოთა ღორებო! ძირს საბჭოთა ნაკრები! გაუმარჯოს იტალიის ნაკრებს! “

საქმე იმაში გახლდათ, რომ წინა ღამით გერმანიაში გამართულ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალში, საბჭოთა ნაკრებს იტალიის ვარსკვლავური ნაკრები 2:0 დაუმარცხებია და საბჭოეთის მოძულე იტალიელი ფეხბურთის ფანები ზურაბზე ტეხდნენ ჯოხს. ერთ-ერთმა მათგანმა ნამდვილი საფეხბურთო ბურთიც კი ისროლა სცენაზე, რომ ქართველი მომღერლისთვის მოერტყა… ეტყობა კი არა და, დანამდვილებით არ ეცოდინებოდა მსროლელს, რომ სორტკილავა სანამ სიმღერას დაიწყებდა, ფეხბურთს ისე თამაშობდა, რომ თბილისის “დინამოშიც” კი იყო მიწვეული. უბრალოდ, მისმა უნიკალურმა ხმამ, შემდეგ ის სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა.

51 წლის ზურაბმა ბურთი მკერდზე მიიღო. შემდეგ თავზე აიგდო, რამდენიმეჯერ აკენწლა, ბოლოს ფეხზე ჩამოიგდო, ისევ აკენწლა, მკვეთრად შეტრიალდა და ბურთი ქუსლით დააბრუნა დარბაზში. მოკლედ, მარადონა ჩაატარა.

ახლა, წარმოიდგინეთ ამის შემყურე მსმენელთა გაოცებული სიფათები, რომლებიც ყველაფერს მოელოდნენ, ასეთი ვირტუოზობის გარდა. როცა გონს მოეგნენ, ისეთი ოვაციები მოუწყვიათ, რომ „ლა სკალა“ ლამის ჭერის გარეშე დარჩა. ზურაბმა თავი დაუკრა პუბლიკას და ღირსეული ნაბიჯებით, დინჯად დატოვა სცენა.

მეორე დღეს კი ყველა იტიალიური გამოცემა წერდა: საბჭოთა ნაკრებმა იტალიის ნაკრებს გადაუარა, სოტკილავამ კი – „ლა სკალასო“.


სხვა სიახლეები

1709 წლის დავითნის სრულყოფილი გამოცემა ელექტრონული ფორმით მალე საქართველოში იქნება

Editor

ქართული ჭიდაობის საუკუნოვანი ტრადიცია  და შეჯიბრებები თბილისის ცენტრში

Editor

მარიამ ჟორდანია ”უკრაინის ხმის” მონაწილე გახდა

Editor

,,საქართველო, საცხოვრებლად საუკეთესო ადგილია“

Editor

კლოდ დე კემულარია – საფრანგეთის პრეზიდენტისა და მონაკოს პრინცის ქართველი მრჩეველი

Editor

თუთიყუში ჩიკოლინო მოგვიწოდებს – დარჩი სახლში!

Editor