ათეშგა – ზოროასტრიული ცეცხლის ტაძარი თბილისში

‘ცეცხლის საგზებელი‘, ათეშგა – ზოროასტრიული ცეცხლის ტაძარი ძველ თბილისში, კლდისუბანში მდებარეობს.  აუშენებიათ სასანიდების პერიოდში (224-651 ) და თურმე ღწერდნენ, როგორც ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ზოროასტრიულ ტაძარს.

სახელწოდება მოდის სპარსული სიტყვიდან „ათეშგაჰ“ („ათეშ“ — ცეცხლი და „გაჰ“ — ადგილი) ცეცხლის საგზებელ ადგილს ნიშნავს. ტრადიციულად „ათეშგაში“ ცეცხლის დასანთებად მხოლოდ ხეხილის შეშას იყენებდნენ, რომელიც წვის დროს სასიამოვნო სურნელს გამოჰყოფდა.
ამ ეპოქაში ზოროასტრიზმი ქრისტიანობის ყველაზე დიდი კონკურენტი ყოფილა, თუმცა, მიმდევრების სიმრავლის მიუხედავად, ბოლომდე ფეხი მაინც ვერ მოუკიდებია ზოგიერთი ისეთი განსხვავების გამო, რაც მიუღებელი აღმოჩნდა მოსახლეობისთვის.
მე-18 საუკუნის ოციანი წლებიდან აქ უკვე მეჩეთი ფუნქციონირებდა; მოგვიანებით საწყობად, ხოლო მე-19 საუკუნეში საცხოვრებლად იყენებდნენ. 2007-2009 ICOMOS-ის მიერ ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის პროექტის ფარგლებში, განხორციელდა ათეშგას გაწმენდა-აღდგენა, ხოლო ატმოსფერული მოვლენებისგან დაცვის მიზნით გადაიხურა დროებითი სახურავით.

მისამართი: გომის ქუჩა 3, ზემო ბეთლემის ეკლესიის შესასვლელში. ნაგებობაში მოხვედრა საცხოვრებელი სახლის ეზოდან არის შესაძლებელი

წყარო: თბილისური ფოლორცი                       თამუნა კვარაცხელია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.