ამერიკული ავიაციის ქართული ლეგენდის დაბადებიდან 124 წელი გავიდა 

124 წლის წინ საქართველოში დაიბადა მსოფლიოში გამოჩენილი დიდი ქართველი ავიაკონსტუქტირი –  ალექსანდრე ქართველიშვილი.

ქართველ ავიაკონსტრუქტორს აშშ-ის სამხედრო და აკადემიურ წრეებში ავიაციის ლეგენდად მიიჩნევენ. ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) სახელს უკავშირდება 14 ამერიკული სამხედრო-საბრძოლო თვითმფრინავის შექმნა, მათ შორის P-35, P-47, F-84, F-105 და A-10. ეს ის თვითმფრინავებია, რომლებსაც აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალები ყველაზე მასშტაბურ სამხედრო კამპანიებში იყენებდნენ – II მსოფლიო ომში, კორეაში, ვიეტნამში, ერაყში, ავღანეთში და ა.შ.

ქართველი ავიაკონსტრუქტორის მიერ შექმნილი ერთ-ერთი სამხედრო-საბრძოლო თვითმფრინავი A-10 Thunderbolt II ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებაში დღემდე გამოიყენება. ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი) აშშ-ის ატომურ და „ნასას” პროექტებშიც იყო ჩართული. მან უდიდესი როლი შეასრულა აშშ-ის საჰაერო ძალების ისტორიაში. მის მიერ შექმნილი პროექტები დღემდე განხორციელების პროცესშია.

ავიამშენებლობისა და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისათვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ მეცნიერების ეროვნული მედალი. იგი არჩეული იყო მრავალი საერთაშორისო საავიაციო საზოგადოებისა და ასევე აშშ–ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად.

ალექსანდრე ქართველიშვილს მემკვიდრე არ დარჩენია. მისი დისშვილია ცნობილი მხატვარი დიმიტრი ერისთავი.

 

წარმატებული ქართველები ამერიკაში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.