რა ხდებოდა 1886 წლის 17 აგვისტოს

„სიცხით დამშვრალი მცხოვრებლები საღამოობით მუშტაიდის ბაღებში მიეშურებიან ჰაერის ჩასაყლაპავად, როგორც თვით ამბობენ. სხვათა შორის ერთი სალხინო და დროს გასატარებელი კიდევ მოემატათ ტფილისელებს. ლორთქიფანიძეს დიდუბესთან აუშენებია დიდი ფიცრული, გძელი და მაღალი ჩარდახი. აქ „ლუდსა“ ჰყიდის და კვირაში თითო ორ-ორჯელ ხალხის გასართობსაც ჰმართავს. ამისთვის სამხედრო მუსიკა უკრავს და სხვა-და-სხვა გვარი ჯამბაზები თვალთ-მაქცობენ და თამაშობენ.

კვირას, 17 აგვისტოს, ხალხით სავსე იყო ლორთქიფანიძის „ტრამვაი“. თითქმის ყოველ სტოლზე ნახავდით ქართველ მანდილოსნებს, კოპ ჩიხტიანებს, რომელნიც არხეინად გაპტყელებულიყვნენ და ლუდს შეექცეოდნენ. ფაეტონის შოვნა არ იყო. ცხენის რკინის მატარებელზე ხოჭვა-გლეჯვა იყო ალაგისათვის. ეს კი ვერაფერი ამბავია, რომ ჩვენს მანდილოსნებს ძუძუ-მწოვარა ყმაწვილებიც თან დაჰყავთ და ღამის 11-12 საათამდე „შავ პივას“ შეექცევიან“, – გაზეთი „ივერია“, 1886 წ.

„1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი I [1886-1890 წწ.]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.