100 ფოტოამბავი აგვისტოს ომიდან – ის, რაც უნდა გვახსოვდეს 

საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე დღეებიდან ზუსტად 15 წელი გავიდა. ომის საშინელება საკუთარ თავზე მთელმა საქართველომ იწვნია, ათიათასობით ადამიანმა გამოცადა, რას ნიშნავს ტყვიების წვიმაში გადარჩენისათვის ბრძოლა, ათასობით მათგანმა კი საკუთარ ქვეყანაში დევნილის სტატუსი მიიღო. 

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232 პირს შეადგენს. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო. 

ყველა ცნობაზე, ციფრებზე, ქრონოლოგიურ ჩანაწერებზე უკეთ ამბავს ფოტოები ჰყვებიან – ფირზე გამოსახული რეალური კადრები, რომლებსაც აქვთ ძალა – სრული სიზუსტით მოჰყვნენ ამბავი და გადმოსცენ ემოცია. 100 ფოტოამბავი აგვისტოს ომიდან მთელი სიცხადით ხდის ფარდას რუსულ აგრესიას, მათ დაუნდობელ მოპყრობას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რატომ ვერ იქნება ვერასდროს პუტინის რუსეთი საქართველოს მეგობარი. 

08.08.08 – ფოტოები ჰყვებიან ამბებს, რომლებიც არასდროს უნდა დავივიწყოთ  

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები