თბილისის სამკერვალო „ზინგერის“ სარეკლამო ბარათზე

საკერავი მანქანების კომპანიამ „ზინგერი“1894წელს, საკუთარი პროდუქციის რეკლამირებისათვის ბარათები გამოუშვა. მათზე გამოსახული არიან ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ზინგერის საკერავ მანქანას იყენებენ.

წარმოდგენილ ბარათზე კი გამოსახულია თბილისის სამკერვალო, რომელშიც სამი ადგილობრივი მამაკაცი ზინგერის მანქანით ქუდებს კერავს.

საინტერესო ინფორმაციას შეიცავს ბარათის უკანა მხარეს განთავსებული ტექსტი, რომელშიც საუბარია თბილისის და საქართველოს მდიდარ ისტორიაზე. ამასთანავე აღნიშნულია, რომ ქვეყნის ისტორია მნიშვნელოვნად შეიცვალა რუსული ოკუპაციის და ანექსიის შემდეგ.

კომპანია „ზინგერის“ კიდევ ერთი ბარათი არსებობს ქართველთა გამოსახულებით, რომლის აღწერაშიც ასევე საუბარია რუსულ ოკუპაციაზე.

ბარათი ინახება ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრის არქივში.

 

წყარო: Centre for the Studies of Ethnicity and Multiculturalism – CSEM

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები