კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, პეტრე მელიქიშვილის დაბადებიდან 172 წელი შესრულდა

“ვინ არ იცის, რაოდენ საგულისხმოა ჩვენი ქვეყნის წარსულიცა და ნივთიერი კულტურაც, რომელთა მრავალრიცხოვანი ძეგლები ჩვენს სამშობლოს ამკობენ და მნახველთა თვალს აკვირვებენ. არც გასაკვირველია, რომ ჩვენი უნივერსიტეტის არსებობას საფუძველი სწორედ ჰუმანურ მეცნიერებათა დარგის მოწყობით ედება, მაგრამ მარტო ამ მხრივ ხომ არ არის საყურადღებო ჩვენი ტურფა საქართველო. მისი ბუნება მიმზიდველია მეცნიერისათვის არა მარტო თავისი გარეგანი სილამაზით, არამედ იმ საიდუმლოებით, რომლითაც სავსეა მისი გული…” – ასე მიმართა 1918 წლის 26 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას უნივერსიტეტის პირველმა რექტორმა პეტრე მელიქიშვილმა.

2022 წლის 11 ივლისს კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის და პირველი რექტორის პეტრე მელიქიშვილის დაბადებიდან 172 წელი შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები