ახალი ამბები დიასპორები სლაიდერი წერილები

“ხომ ნამდვილად ჰგავს ეს ამბავი ნაშვილები ბავშვის ამბავს?!”

ბლოგერი გიზო ხვედელიძე ახლა ესპანეთში, თვითიზოლაციაში იმყოფება. ეს წერილი მან თავის გვერდზე გუშინ გამოაქვეყნა.

„ემიგრანტებს!

ვერასოდეს წარმოიდგენდი თუ ერთ დღეს შენი სამშობლო სხვა ქვეყანა გახდებოდა …

თითქმის იგივეა, როცა ნაშვილები ბავშვი, ბოლო – ბოლო ეჩვევა ახალ მშობელს და მეტიც, ერთ დღეს პირიდან სიტყვა დედაც დაცდება…

როგორი ძნელია, არადა თავიდან არაფერი გინდა, არ გეძინება, ვერ ჭამ, ვერ თბები, ვერ სუნთქავ და მერე დრო გაჩვევს ,ყველაფერს გაჩვევს, არ უშვებ გულში ნათელს, მაგრამ ბოლოს მაინც შემოაღწევს და ნელ – ნელა ყველაფერი იცვლება.

ახალ მეგობრებს პოულობ, დიდი ხანია აქ ხარ და უბრალოდ სხვანაირად შეუძლებელია ,

ახალი სიყვარულიც შეიძლება იგრძნო, უფრო ბობოქარიც კი…

რაღაც აუცილებლად გაგიხარდება …

რაღაცაზე გულიანად აუცილებლად იცინებ…

მერე სამყაროც შეიცვლება…

დრო გავა გემოც კი შეგეცვლება…

ამას ვერაფერს უზამ.

არაფერი დაგავიწყდება ძველი, არც ის საიდან ხარ, ბევრჯერ სევდა ისევ დაგაბნელებს, მაგრამ ის ადგილიც შეგიყვარდება, სადაც გაჭირვების დროს იმედი მოგეცა და ბუდის აშენება შეძელი…

ასეა, დრო გავა და უცებ პირიდან სიტყვა დედაც დაგცდება…

ხომ ნამდვილად ჰგავს ეს ამბავი ნაშვილები ბავშვის ამბავს?!

ყოველთვის იცი, რომ სადღაც ნამდვილი დედა გყავს, იცი რომ უყვარხარ, შენც გიყვარს ყველაფრის მიუხედავად, რადგან ეს ბუნებრივი, ზეციური კავშირია, მაგრამ ახლა სხვის კალთაში გძინავს თბილად.“

სხვა სიახლეები

კორონავირუსით ინფიცირებული პირველი ქართველი პაციენტი გამოჯანმრთელდა 

Editor

იაპონიაში FM ”YOKOHAMA”- ზე საქართველოს კულტურისა და ქართული ღვინის შესახებ 2 გადაცემა გავა

Editor

ესტონეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ბავშვებისათვის, ღონისძიება „ვასურათებთ ქართულ ზღაპრებს“ გაიმართა

Editor

„გუგლი“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

Editor

ნინო მარგალიტაძის მეორე პერსონალური გამოფენა ათენში

Editor

დღეს სტრასბურგში ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას “თეთრ ქარავანს” აჩვენებენ

Editor