იუდას ხე – ხე, რომელზეც იუდამ თავი ჩამოიხრჩო

 

ალბათ, ბევრ თქვენგანს შეუნიშნავს გაზაფხულზე, მუქ ვარდისფრად აყვავებული ხე –  არღავანის ხე, რომელსაც იუდას ხეს უწოდებენ.

გადმოცემის თანახმად, იუდამ მაცხოვარი  არღავანის ხის ძირას გასცა. იუდამ ფარისევლებს ქრისტეს ადგილსამყოფელი მიასწავლა და გასამრჯელოდ 30 ვერცხლი მიიღო. ეს ამბავი არღავანის ხემ რომ მოისმინა, სირცხვილისგან “გაწითლდა”.

როცა იუდა მიხვდა რა ჩაიდინა, თავი სწორედ არღავანის ხეზე ჩამოიხრჩო. ის 30 ვერცხლი ქისიდან არღავანის ხის ძირში ჩამოეყარა. ამის შემდეგ, ამ ულამაზეს არღავანს იუდას ხე შეარქვეს და დღესაც ამ სახელით იხსენიებენ.

არღავანია, იუდას ხე (Cercis siliquastrum) — ფოთოლმცვივანი ხე, ან ბუჩქია ცეზალპინიასებრთა ოჯახისა. აპრილში, ფოთლის გამოტანამდე  მოვარდისფრო ყვავილი გამოაქვს. 10-12 სმ სიგრძის პარკი სექტემბერში მწიფდება. გავრცელებულია მცირე აზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ქვა-ღორღიან და კირიან ნიადაგებზე. გვხვდება აგრეთვე კავკასიაში, ყირიმსა და შუა აზიაში გაველურებული სახით.

საქართველოში  მთის ქვედა სარტყელში – აფხაზეთში, აჭარასა და ქართლ-კახეთში ხარობს. იტანს ჰაერის სიმშრალეს, სითბომომთხოვნია, არღავანის მერქანს იყენებენ სადურგლო საქმეში. ზოგიერთ კუთხეში მას  ატმიყვავილას უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები