ახალი ამბები მხოლოდ ქართული

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას ზეიმობს

მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.

„…ერი მრავალი, რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესო მოვალს იერუსალემდ, მოიღეს რტოები დანაკის კუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!“, – ასე აღწერს იოანე მახარებელი მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის ამბავს.

იერუსალიმს დიდებით შესვლით უფალმა მორწმუნეებს სიყვარულის გამომჟღავნების საშუალება მისცა, ხოლო მოძულეებსა და მტრებს – მისი შეცნობისა და სინანულად მოქცევისა.

ბზას ხატების გვერდით აწყობენ მთელი წლის განმავლობაში და მიიჩნევენ, რომ იგი ოჯახს  იცავს.

სხვა სიახლეები

ანსამბლ “ბედნიერასა” და ლიეტუველი სოლისტის “ჩელა” ვილნიუსში

Editor

ქართულის გაკვეთილები გოგასგან – გოგა ბითაძე ამერიკელებს ქართულს ასწავლის

Editor

საახალწლოდ მორთული ქუთაისი (ფოტოგალერეა)

Editor

მთიან აჭარაში ევროპული დონის ველობილიკი მოეწყობა

Editor

ვარშავის აჯანყებაში მებრძოლი ქართველი გოგონა

Editor

მსოფლიო ვარსკვლავი ჯიმი საქსი კამპანიას – ‘’ Spend 4 Seasons in Georgia’’ უერთდება

Editor