ალექსანდრა ჯაფარიძემ შეძლო ის, რაც ბევრი მამაკაცისათვის ოცნებად დარჩა

1895 წლის 11 თებერვალს  ალექსანდრა ჯაფარიძე დაიბადა.

ალექსანდრა ჯაფარიძე ქართული ალპინიზმის ერთ – ერთი ფუძემდებელი, ალპური კლუბის ერთ – ერთი დამაარსებელი და სპორტის ოსტატი იყო, ასევე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი.  მან კავკასიონის მწვერვალები თითქმის 100-ჯერ დალაშქრა. 

ალექსანდრამ კავკასიონის თითქმის ყველა მწვერვალი დაიპყრო, პირველი ქალი იყო, რომელმაც თეთნულდსა და უშბაზე დაადგა ფეხი, მოიპოვა თითქმის ყველა ტიტული და ჯილდო, რაც მთამსვლელებისათვის იყო დაწესებული,  მის სახელს უკავშირდება ბეთლემის გამოქვაბულის აღმოჩენა.

დასახელებულია მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად.

უბრალოდ მთებზე შეყვარებული ქალბატონი ალექსანდრა ჯაფარიძე პირველი ალპინისტი ქალია, რომელმა შეძლო ის, რაც ბევრი  მამაკაცისათვის ოცნებად დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები