გამარჯვებული ქართველი ბავშვები და ოქრო რუსეთის ჩემპიონატიდან

გუშინ დასრულდა რუსეთის ღია გუნდური ჩემპიონატი პროგრამირებაში სკოლებს შორის, რომელშიც ფინალურ ეტაპზე 252 გუნდი მონაწილეობდა. ხუთსაათიანი დაძაბული შეჯიბრის შემდეგ მეორე ადგილი და ოქროს მედლები (ოქრო სულ 4 გუნდს გადაეცა) კომაროვი-მზიურის პირველმა გუნდმა:  ნიკოლოზ ბირკაძის, თეიმურაზ თოლორაიას და არჩილ ბასაძიშვილის შემადგენლობით დაისაკუთრა.

„ამ შეჯიბრში ასეთი მაღალი ადგილი ქართულ გუნდს ჯერ არ დაუკავებია (ერთხელ გვქონდა ოქრო მესამე ადგილით და შარშან – ვერცხლი მეშვიდე ადგილით). საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა და საუკეთესო ათეულში ერთადერთი არარუსული გუნდი სწორედ ჩვენ ვართ.
ვიცი, შეიძლება ზოგმა მისაყვედუროს, რუსულ ჩემპიონატში რატომ მონაწილეობთო. სხვისი არ ვიცი და ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, გარკვეული სტიმულია სწორედ რუსებისთვის იმის ჩვენება, რომ ჩვენ ცოცხლები ვართ, ტოლს არავის ვუდებთ და რაც მთავარია, ვვითარდებით მათი დახმარების გარეშე, რომ ჩვენ მარტო ცეკვა და ჭიდაობა არ გვეხერხება და ინტელექტიც მოგვდევს.“ წერს თავის ფეისბუქ გვერდზე გუნდის მწვრთნელი ზაზა გამეზარდაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები